„შატო ასკანა“ ჭაჭა

𝐂𝐡𝐚𝐭𝐞𝐚𝐮 𝐀𝐬𝐤𝐚𝐧𝐚 ჭაჭა | წარმოებულია ლიმიტირებული რაოდენობით
იტალიური სპილენძის სახდელში წარმოებული ჭაჭა გამოირჩევა 40%-იანი მაღალი ალკოჰოლის შემცველობით. წარმოების ტექნოლოგია გათვლილია ბოთლში დაძველების პოტენციალზე, რაც პროდუქტის ენოთეკური შენახვისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
ჭაჭა დამზადებულია ღვინის დისტილატისა და ტრადიციული მეთოდის კომბინაციით — დასავლეთ საქართველოს ენდემური ყურძნის სამი ჯიშისგან: ჩხავერი (2023), კრახუნა (2022) და ცოლიკაური (2022).
მოცულობა: 0.7L

შატო ასკანა

პროდუქტის შესახებ

ბრენდი

img_3420_34488

გურული მეღვინეობის პოპულარიზაციისა და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების მიზნით, KTW ჯგუფმა შატო ასკანა 2021 წელს ააშენა. შატო ასკანაში ღვინო ევროპული მეთოდით იწარმოება, ცქრიალა ღვინო კი – კლასიკური მეთოდით, რომელიც მუხის კასრებში ძველდება. შატო ასკანაში ღვინო გამორჩეული ყურძნის ჯიშებისგან მზადდება, რომელიც როგორც გურიაში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშია მოწეული: გურია – საკმიელა, ცოლიკოური და ჩხავერი. იმერეთი – ცოლიკოური და კრახუნა. რაჭა-ლეჩხუმი – ცოლიკოური. აჭარა – ჩხავერი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩხავერის ყურძნის ჯიშისგან როგორც თეთრი, ისე ვარდისფერი ღვინო იწარმოება. შატოში ცქრიალა ღვინის დაძველება მინიმუმ 1,5-2 წლის, მაქსიმუმ – 4-5 წლის განმავლობაში გრძელდება. წყნარი ღვინო კი, 6-7 თვის შუალედში იწარმოება. რთველის განმავლობაში, შატო ასკანის საწარმო 100-1200 ტონა ყურძენს გადაამუშავებს. შატო ასკანა – გურული მეღვინეობის ხვალინდელი დღე!

199.00