ქედის მეღვინეობა — ღვინის ტური მხოლოდ 10 ლარად
აღმოაჩინეთ ქედის მეღვინეობის უნიკალური გემოები და გაატარეთ სასიამოვნო დღე აჭარის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში.
გაიგე მეტი
აღმოაჩინეთ ქედის მეღვინეობის უნიკალური გემოები და გაატარეთ სასიამოვნო დღე აჭარის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში.
გაიგე მეტიRoyal XO-ს თითოეულ ანსამბლაჟს კომპანიის უხუცესები სინჯავენ. ის ასევე დეგუსტირებულია, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სომელიეების მიერ და აღიარებულია ქართული წარმოების ლიდერად, უმაღლესი ხარისხის ბრენდად. საკუპაჟე კომპოზიციაში საგანგებოდაა შერჩეული ათზე მეტი სახეობის მუხის კასრში დაძველებული საბრენდე სპირტი, რომელთაგანაც უძველესი 25 წლიანი დაძველებისაა. ის ხასიათდება ვანილის, შოკოლადის, მუხის ინტენსიური ტონებით. მუხის კასრებში მრავალწლიანმა დაძველებამ სასმელს ხავერდოვანი გემო, სიბლანტე და სირბილე შესძინა.
| ლოკაცია |
თბილისი ,ბათუმი ,ქუთაისი |
|---|---|
| ალკოჰოლის შემცველობა |
40 % |
| გემო |
ვანილი ,მუხის ტონები ,შოკოლადი |
| დაძველება |
25 წლიანი |
Old Kakheti – KTW ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სტრატეგიული ბრენდია, რომელიც 2008 წლიდან დღემდე ქართული ბრენდის ექსპორტის ლიდერია. ბრენდის პროდუქცია წარმოდგენილია მრავალ ქვეყანაში და გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს უკრაინაში, ბალტიისპირეთსა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე. ბრენდის ხაზი სხვადასხვა კატეგორიას აერთიანებს: VS, VSOP, XO, Royal XO. ყველა პროდუქტი მზადდება რჩეული ღვინის სპირტებისგან და მუხის კასრებში 3-დან 25 წლამდე ძველდება, რაც უზრუნველყოფს მტკიცე სტრუქტურას, დაბალანსებულ გემოსა და სტაბილურ ხარისხს. ბრენდი „ძველი კახეთი“ გამოირჩევა მრავალწლიანი გამოცდილებით, ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით და ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული ფართო ასორტიმენტით.
No account yet?
Create an Account