ქედის მეღვინეობა — ღვინის ტური მხოლოდ 10 ლარად
აღმოაჩინეთ ქედის მეღვინეობის უნიკალური გემოები და გაატარეთ სასიამოვნო დღე აჭარის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში.
გაიგე მეტი
აღმოაჩინეთ ქედის მეღვინეობის უნიკალური გემოები და გაატარეთ სასიამოვნო დღე აჭარის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში.
გაიგე მეტიშავკაპიტო ქართლის აბორიგენული ყურძნის ჯიშია, რომელიც ძირითადად ქართლსა და სამაჩაბლოშია გავრცელებული. ღვინო მუქი ლალისფერია, მდიდარი კენკროვანი ხილის არომატით, გემოში შეიგრძნობა მწიფე ქლიავის, ალუბლისა და მწიფე ალიბუხარის ნოტები. აქვს დაბალანსებული, მკვეთრად გამოხატული ტანინები. ღვინო დაძველებულია ფრანგული მუხის კასრებში 9 თვის განმავლობაში, დაძველების პროცესი კი შემდგომ ბოთლებში გრძელდება. შენახვის პირობები: 5-20°C მდე.
რეგიონი: ქართლი
ალკოჰოლის შემცველობა: 11.5 %
ტიპი: წითელი, მშრალი
ყურძნის სახეობა: შავკაპიტო
დამზადების წესი: მუხის კასრი
მოცულობა: 750 მლ
| დამზადების წესი |
მუხის კასრი |
|---|---|
| სახეობა |
მშრალი |
| ფერი |
წითელი |
| ბრენდები |
გურამიშვილის მარანი |
| ალკოჰოლის შემცველობა |
11.5 % |
| ლოკაცია |
თბილისი ,ბათუმი ,ქუთაისი |
| მოცულობა |
0.750 ლ |
| რეგიონი/მიკროზონა |
ქართლი |
| ტიპი |
წითელი ,მშრალი |
| ყურძნის ჯიში |
შავკაპიტო |
ილია ჭავჭავაძის ისტორიული მარანი 1863 წლიდან „გურამიშვილის მარნის“ ისტორია მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება, როდესაც თადეოზ გურამიშვილმა საგვარეულო მარანი ააშენა. მარანი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით ქართული საერო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. იგი აღირცხულია არქიტექტურულ ძეგლად. 1863 წელს, მარანს სათავეში ილია ჭავჭავაძე ჩაუდგა. მან, ამავე წელს, თადეოზის ქალიშვილზე, ოლღა გურამიშვილზე იქორწინა. ამ დროიდან იწყება მარნის ილიასეული ისტორია. ისტორიული წყაროების მიხედვით, მარნის მიმდებარედ, საგურამოს ვენახებში, გაშენებული იყო ქართლის ენდემური ვაზის ჯიშები, რომლებიც ილია ჭავჭავაძესა და გურამიშვილების გვარს ეკუთვნოდა. მარანი კი, სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ამ ვენახებიდან მოწეულ ყურძენს ილია თავად წურავდა და ღვინოს ქვევრებში ავარგებდა. ილია ჭავჭავაძის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, გურამიშვილის მარანი დიდხანს დრომორეული და მოლოდინით სავსე იდგა. 2015 წელს, KTW ჯგუფმა „გურამიშვილის მარანს“ პირვანდელი იერსახე დაუბრუნა და ილიასეულ ვენახებში ქართლის უნიკალური, ენდემური ვაზის ჯიშები აღადგინა. დღეს, „გურამიშვილის მარანში“ მშვიდი და ცქრიალა ღვინო ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოება. ბრენდი „გურამიშვილის მარანი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდოსა და მედლის მფლობელია.
No account yet?
Create an Account