დამზადებულია ქართლის რეგიონში მოწეული ყურძნის ჯიშებისგან: გორული
მწვანე, ჩინური, შავკაპიტო და ფრანგული შარდონე. სასმელი ღია ვარდისფერია.
ხასიათდება ნაზი, ჰარმონიული გემოთი. ცქრიალა ღვინოში იგრძნობა
გაზაფხულის ყვავილების არომატები, თანმდევი მსხლის, მწვანე ვაშლისა და
წითელი კენკრის მსუბუქი ტონებით.