ქედის მეღვინეობა — ღვინის ტური მხოლოდ 10 ლარად
აღმოაჩინეთ ქედის მეღვინეობის უნიკალური გემოები და გაატარეთ სასიამოვნო დღე აჭარის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში.
გაიგე მეტი
აღმოაჩინეთ ქედის მეღვინეობის უნიკალური გემოები და გაატარეთ სასიამოვნო დღე აჭარის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში.
გაიგე მეტისასმელი მზადდება ყურძნის ჭაჭისაგან, ტრადიციული ქართული მეთოდით, რომელიც დასაბამს კახეთიდან იღებს. კლასიკური მეთოდის მიხედვით, ყურძნის ჭაჭა, ღვინოსთან ერთად, ზამთრის პერიოდში ქვევრში ინახება. გაზაფხულზე ამოიღებენ ქვევრიდან და გამოხდიან. ძველად ეს ხდებოდა ქვის, ახლა კი, უკვე – სპილენძის ჭურჭელში. ჭაჭა 6 თვის განმავლობაში დავარგებულია ახალმოკრეფილი ყურძნის მტევნებზე, რაც მას უფრო ნაზ და შესამჩნევ ყურძნის არომატს სძენს. რეკომენდებულია მიირთვათ ცივად, ჯანჯაფილთან ერთად.
არმოატი: ყურძენი
ალკოჰოლის შემცველობა: 45%
დაძველება 6 თვე მუხის კასრებში
მოცულობა:750 მლ
| ლოკაცია |
თბილისი ,ბათუმი ,ქუთაისი |
|---|---|
| მოცულობა |
0.750 ლ |
| დაძველება |
6 თვიანი |
| ალკოჰოლის შემცველობა |
45% |
Old Kakheti – KTW ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სტრატეგიული ბრენდია, რომელიც 2008 წლიდან დღემდე ქართული ბრენდის ექსპორტის ლიდერია. ბრენდის პროდუქცია წარმოდგენილია მრავალ ქვეყანაში და გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს უკრაინაში, ბალტიისპირეთსა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე. ბრენდის ხაზი სხვადასხვა კატეგორიას აერთიანებს: VS, VSOP, XO, Royal XO. ყველა პროდუქტი მზადდება რჩეული ღვინის სპირტებისგან და მუხის კასრებში 3-დან 25 წლამდე ძველდება, რაც უზრუნველყოფს მტკიცე სტრუქტურას, დაბალანსებულ გემოსა და სტაბილურ ხარისხს. ბრენდი „ძველი კახეთი“ გამოირჩევა მრავალწლიანი გამოცდილებით, ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით და ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული ფართო ასორტიმენტით.
No account yet?
Create an Account