საგურამო კასრი
საგურამო თეთრი მშრალი ღვინო კასრში დაძველებით – დამზადებულია ქართული ენდემური ყურძნის ჯიშებისგან: ქისი, ხიხვი, გორული მწვანე. ღვინო დაძველებულია ფრანგულ მუხის კასრებში მინიმუმ 9 თვის განმავლობაში. გამოირჩევა დაბალანსებული მჟავიანობით, ახასიათებს ჯიშური მწიფე ნესვის, გარგარის, ვაშლისა და ფორთოხლის ცედრის არომატები, ასევე კარგადაა გამოხატული მუხის ტონები, რაც ღვინოს ჰარმონიულობასა და ელეგანტურობას სძენს. შენახვის პირობები: 5-20°C-მდე.
რეგიონი: ქართლი
ალკოჰოლის შემცველობა: 11.5 %
ტიპი: თეთრი, მშრალი
ყურძნის სახეობა: ქისი, ხიხვი, გორული მწვანე
დამზადების წესი: მუხის კასრი
მოცულობა: 750 მლ
გურამიშვილის მარანი
პროდუქტის შესახებ
| ალკოჰოლის შემცველობა |
11.5 % |
|---|---|
| სახეობა |
მშრალი |
| ფერი |
ვარდისფერი |
| ბრენდები |
გურამიშვილის მარანი |
| დამზადების წესი |
მუხის კასრი |
| ლოკაცია |
თბილისი ,ბათუმი ,ქუთაისი |
| რეგიონი/მიკროზონა |
ქართლი |
| ტიპი |
თეთრი ,მშრალი |
| ყურძნის ჯიში |
გორული მწვანე ,ქისი ,ხიხვი |
| მოცულობა |
0.750 ლ |
ბრენდი
ილია ჭავჭავაძის ისტორიული მარანი 1863 წლიდან „გურამიშვილის მარნის“ ისტორია მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება, როდესაც თადეოზ გურამიშვილმა საგვარეულო მარანი ააშენა. მარანი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით ქართული საერო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. იგი აღირცხულია არქიტექტურულ ძეგლად. 1863 წელს, მარანს სათავეში ილია ჭავჭავაძე ჩაუდგა. მან, ამავე წელს, თადეოზის ქალიშვილზე, ოლღა გურამიშვილზე იქორწინა. ამ დროიდან იწყება მარნის ილიასეული ისტორია. ისტორიული წყაროების მიხედვით, მარნის მიმდებარედ, საგურამოს ვენახებში, გაშენებული იყო ქართლის ენდემური ვაზის ჯიშები, რომლებიც ილია ჭავჭავაძესა და გურამიშვილების გვარს ეკუთვნოდა. მარანი კი, სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ამ ვენახებიდან მოწეულ ყურძენს ილია თავად წურავდა და ღვინოს ქვევრებში ავარგებდა. ილია ჭავჭავაძის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, გურამიშვილის მარანი დიდხანს დრომორეული და მოლოდინით სავსე იდგა. 2015 წელს, KTW ჯგუფმა „გურამიშვილის მარანს“ პირვანდელი იერსახე დაუბრუნა და ილიასეულ ვენახებში ქართლის უნიკალური, ენდემური ვაზის ჯიშები აღადგინა. დღეს, „გურამიშვილის მარანში“ მშვიდი და ცქრიალა ღვინო ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოება. ბრენდი „გურამიშვილის მარანი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდოსა და მედლის მფლობელია.
