ხვანჭკარა აისვაინი
დაცული ადგილწარმოშობის დასახელების წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო. მზადდება რაჭის რეგიონში, ზღვის დონიდან 450-750 მ-ზე მოყვანილი ალექსანდროულისა და მუჯურეთულის რჩეული ჯიშის ყურძნისგან. ღვინო მუქი ლალისფერია. ხასიათდება ხავერდოვანი და სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით, ალექსანდროულისთვის დამახასიათებელი შინდის არომატითა და ჰარმონიული დაბოლოებით. უმჯობესია მიირთვათ 16-18°C-ზე.
რეგიონი: რაჭა
ალკოჰოლის შემცველობა: 11.5 %
ტიპი: წითელი, ნახევრად ტკბილი
ყურძნის სახეობა: ალექსანდროული, მუჯურეთული
დამზადების წესი: კლასიკური მეთოდი
მოცულობა: 375 მლ
გურამიშვილის მარანი
პროდუქტის შესახებ
| რეგიონი/მიკროზონა |
რაჭა |
|---|---|
| სახეობა |
ნახევრად ტკბილი |
| ფერი |
წითელი |
| დამზადების წესი |
კლასიკური მეთოდი |
| ბრენდები |
გურამიშვილის მარანი |
| ალკოჰოლის შემცველობა |
11.5 % |
| ლოკაცია |
თბილისი ,ბათუმი ,ქუთაისი |
| ტიპი |
წითელი ,ნახევრად ტკბილი |
| ყურძნის ჯიში |
ალექსანდროული ,მუჯურეთული |
| მოცულობა |
0.375 ლ |
ბრენდი
ილია ჭავჭავაძის ისტორიული მარანი 1863 წლიდან „გურამიშვილის მარნის“ ისტორია მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება, როდესაც თადეოზ გურამიშვილმა საგვარეულო მარანი ააშენა. მარანი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით ქართული საერო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. იგი აღირცხულია არქიტექტურულ ძეგლად. 1863 წელს, მარანს სათავეში ილია ჭავჭავაძე ჩაუდგა. მან, ამავე წელს, თადეოზის ქალიშვილზე, ოლღა გურამიშვილზე იქორწინა. ამ დროიდან იწყება მარნის ილიასეული ისტორია. ისტორიული წყაროების მიხედვით, მარნის მიმდებარედ, საგურამოს ვენახებში, გაშენებული იყო ქართლის ენდემური ვაზის ჯიშები, რომლებიც ილია ჭავჭავაძესა და გურამიშვილების გვარს ეკუთვნოდა. მარანი კი, სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ამ ვენახებიდან მოწეულ ყურძენს ილია თავად წურავდა და ღვინოს ქვევრებში ავარგებდა. ილია ჭავჭავაძის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, გურამიშვილის მარანი დიდხანს დრომორეული და მოლოდინით სავსე იდგა. 2015 წელს, KTW ჯგუფმა „გურამიშვილის მარანს“ პირვანდელი იერსახე დაუბრუნა და ილიასეულ ვენახებში ქართლის უნიკალური, ენდემური ვაზის ჯიშები აღადგინა. დღეს, „გურამიშვილის მარანში“ მშვიდი და ცქრიალა ღვინო ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოება. ბრენდი „გურამიშვილის მარანი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდოსა და მედლის მფლობელია.
