ქედის მეღვინეობა — ღვინის ტური მხოლოდ 10 ლარად
აღმოაჩინეთ ქედის მეღვინეობის უნიკალური გემოები და გაატარეთ სასიამოვნო დღე აჭარის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში.
გაიგე მეტი
აღმოაჩინეთ ქედის მეღვინეობის უნიკალური გემოები და გაატარეთ სასიამოვნო დღე აჭარის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში.
გაიგე მეტიცქრიალა ღვინო დამზადებულია კლასიკური შამპანიზაციის მეთოდით ცაგერის რაიონში, გვიანი რთვლის პერიოდში დაკრეფილი უმაღლესი ხარისხის ჩხავერის ჯიშის ყურძნისგან. ცქრიალა ღვინო ხასიათდება ვარდისფერი შეფერილობით, დაბალანსებული, ნაზი სიმჟავით, ვარდისა და ტროპიკული ხილის არომატებით. უმჯობესია მიირთვათ 7-9°C-ზე.
რეგიონი: აჭარა
ალკოჰოლის შემცველობა: 12 %
სახეობა: ბრუტი
ყურძნის ჯიში: ჩხავერი
დამზადების წესი: კლასიკური მეთოდი
მოცულობა: 750 მლ
| ყურძნის ჯიში |
ჩხავერი |
|---|---|
| ტიპი |
როზე ბრუტი |
| რეგიონი/მიკროზონა |
აჭარა |
| მოცულობა |
0.750 ლ |
| დამზადების წესი |
კლასიკური მეთოდი |
| ალკოჰოლის შემცველობა |
12 % |
| ლოკაცია |
თბილისი ,ბათუმი ,ქუთაისი |
| ბრენდები |
შატო ასკანა |
| სახეობა |
ბრუტი |
| ფერი |
ვარდისფერი |
გურული მეღვინეობის პოპულარიზაციისა და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების მიზნით, KTW ჯგუფმა შატო ასკანა 2021 წელს ააშენა. შატო ასკანაში ღვინო ევროპული მეთოდით იწარმოება, ცქრიალა ღვინო კი – კლასიკური მეთოდით, რომელიც მუხის კასრებში ძველდება. შატო ასკანაში ღვინო გამორჩეული ყურძნის ჯიშებისგან მზადდება, რომელიც როგორც გურიაში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშია მოწეული: გურია – საკმიელა, ცოლიკოური და ჩხავერი. იმერეთი – ცოლიკოური და კრახუნა. რაჭა-ლეჩხუმი – ცოლიკოური. აჭარა – ჩხავერი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩხავერის ყურძნის ჯიშისგან როგორც თეთრი, ისე ვარდისფერი ღვინო იწარმოება. შატოში ცქრიალა ღვინის დაძველება მინიმუმ 1,5-2 წლის, მაქსიმუმ – 4-5 წლის განმავლობაში გრძელდება. წყნარი ღვინო კი, 6-7 თვის შუალედში იწარმოება. რთველის განმავლობაში, შატო ასკანის საწარმო 100-1200 ტონა ყურძენს გადაამუშავებს. შატო ასკანა – გურული მეღვინეობის ხვალინდელი დღე!
No account yet?
Create an Account