Uncategorized

„ვინჩერო“ – ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მაღაზიათა ქსელია KTW ჯგუფისგან.

„ვინჩერო“ – ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მაღაზიათა ქსელია KTW ჯგუფისგან. ამ ეტაპისთვის, ქსელი 3 მაღაზიას აერთიანებს, რომლებიც საბურთალოზე, რამაზ ჩხიკვაძის ქ. N1-ში, გლდანში – ომარ ხიზანიშვილის ქ. N19-ში და დიდუბეში, წერეთლის ქ. N74-ში მდებარეობს. კომპანია თბილისისა და საქართველოს მასშტაბით გაფართოებას აგრძელებს.

მაღაზიების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ცისტერნიდან ჩამოსასხმელი ღვინოა, რომელიც ტრადიციული მეთოდითაა დაყენებული და ყურძნის თავდაპირველ არომატსა და გემოს სრულფასოვნად ინარჩუნებს.

„ვინჩეროში“ აგრეთვე წარმოდგენილია KTW ჯგუფის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა „შატო ასკანა“, „გურამიშვილის მარანი“, „შატო მანავი“, „ძველი კახეთი“ და სხვა. მაღაზიაში დაგხვდებათ „ნენა“-ს სავაჭრო ნიშნით წარმოებული პროდუქციაც, რომელიც აერთიანებს: კომპოტის, მურაბის, ჯემის, თაფლისა და საწებლის ნაირსახეობებს.

„ვინჩეროს“ კონცეფცია ეფუძნება ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და მრავალფეროვნების გაერთიანებას. ქსელის საფასო პოლიტიკა ლოიალურია და „ჩვენი უბნის ფასები“-ს იდეას გამოხატავს. მაღაზიაში მუდმივად აქტიურია ფასდაკლებები და შეთავაზებები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *